ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონიდან უკრაინაში წაყვანილებმა უარი თქვეს ომში მონაწილეობაზე და უკან დაბრუნდნენ:
“ცხინვალშიც კი იგრძნეს რუსეთის დასუსტება. ეს ამბავი მათ იმ მებრძოლებმა ჩამოუტანეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიწვიეს უკრაინაში, ადგილზე კი ბრძოლაზე უარი თქვეს და უკან ჩამოვიდნენ.
ერთი მუჭა, იქ დარჩენილი ხალხი პუტინის რჩეულს ღიად აუჯანყდა. მას შემდეგ რაც რუსეთის არმია კატასტროფულად დამარცხდება ამჯერად დონბასში, უკვე ყველა მიხვდება, მათ შორის საქართველო, რომ რუსული გემი იძირება. ძალიან, ძალიან დიდი ცვლილებებია წინ.” წერს მიხეილ სააკაშვილი