ნატოში გაწევრიანების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთმა ფინეთის საზღვარზე ჯარების განლაგება დაიწყო.
Daily Mail-ის ინფორმაციით, რუსეთში ფინეთის საზღვრის მიმართულებით მძიმე ტექნიკის, მათ შორის სარაკეტო სისტემების გადაზიდვა ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი დევნილად და ლტოლვილად იქცა. რაშისტები არ ინდობენ ქალებს და ბავშვებს, მათ აუპატიურებენ, აწამებენ და ხვრეტენ.
tia.ge