ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე ილია თაყაიშვილი იმყოფება.
ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მან საკუთარ საცხოვრებელ სახლში კონსერვატიული მოძრაობის “ალტ-ინფოს” აბრა ჩამოხსნა და “დიდება უკრაინას” წარწერა გააკეთა.
მისი გამოკითხვის მიზეზი სავარაუდოდ “ალტ-ინფოს” ოფისის წარმომადგენლების მიერ პოლიციაში შეტანილი საჩივარი გახდა.