”ჩემთვის უჩვეულოა ასეთ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ არ შემეძლო ჩემი ადამიანური მხარდაჭერა არ გამომეხატა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე წარმოუდგენელ გმირობას და გამძლეობას იჩენს. მათ აქვთ მიზანი, სხვა შემთხვევაში ამხელა ბოროტებას ვერავინ დაუპირისპირდებოდა. ჩვენ, ქართველებმა და საქართველოს მოქალაქეებმა, ვიცით ამ ბოროტრების ძალაც და მისგან გამოწვეული ტრაგიკული შედეგებიც, რომელიც 200 წელზე მეტია გრძელდება. ბოროტების სახე უკვე მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინოა და მნიშვენლოვანია, რომ იმ იდეების ერთგულებად დავრჩეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ისევე როგორც უკრაინას მშვიდობას და განვითარერბს მოუტანს. ჩვენი არჩევანი საუკუნეების მანძილზე ჩვენი ტოლერანტობით კულტურითა და დამოკიდებულებებით დავამტკიცეთ. მჯერა, ამას ჩვენი ევროპელი მეგობერბიც აფასებენ. ჩვენ დიდი ტანჯვა გადავიტანეთ და ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ადგილი, რომელიც გვეკუთვნის. საქართველო და უკრაინა უნდა გახდნენ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვნი წევრები. ჩვენ გვტკივა უკრაინელების ტკივილი. მჯერა ერთიანი ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გამარჯვებით დასრულდება.” – ამ სიტყვებით მიმართა აჩი არველაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას.
აჩი არველაძის მიმართვის ტექსტი სცენაზე მიშა მშვილდაძემ წაიკითხა.