”ვერასოდეს ვერავინ დააჩოქებს უკრაინელ ხალხს, იმიტომ რომ მათი ძალა, მათ სიმართლეშია”

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რუსეთის აგრესიულ ქმედებას აპროტესტებს ასევე ილიკო სუხიშვილიც, რომელმაც იქ შეკრებილს საზოგადოებას მიმართა:

“ჩვენ ცოტა ხნის წინ  ჩამოვედით უკრაინიდან და ის ხალხი ნამდვილად არ ელოდებოდა ამ ყველაფერს, ისინი გველოდებოდნენ ჩვენ, ქართველებს, მათთვის უსაყვარლეს ხალხს. კონცერტებისთვის, ხელოვნებისთვის იყვნენ ისინი მზად და არა ომისთვის. მე თვალწინ მიდგას მათი თავგანწირული თვალები, ისინი იბრძვიან სიმართლისთვის,ისინი იცავენ თავის მიწას. ვერასოდეს ვერავინ დააჩოქებს უკრაინელ ხალხს,მათ სიბოროტე ვერ დააჩოქებს, იმიტომ რომ მათი ძალა მათ სიმართლეშია.უსაზღვროა ბოროტება, რომელმაც გადაწყვიტა თავის მიზანს მიაღწიოს ყველანაირი გზით. ამ დროს უნდა ამოვიღოთ ხმა, უნდა დავდგეთ იმ ხალხის გვერდზე, რითიც შეგვიძლიათ. მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ” – განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share