“დღეს, მე პირველად მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ ვიდგე ამ სცენაზე და დაგელაპარაკოთ თქვენ, დაველაპარაკო საზოგადოებას. მე მინდა, მივმართო უკრაინელ ხალხს და მათ პრეზიდენტს: ათი დღის წინ სიტყვა მშვიდობა ომზე უფრო საშიში გახდა, მშვიდობა ხშირად წაყრუების სინონიმია, მშვიდობის სახელით თვალს ვხუჭავდით ყველა საშინელებაზე და დღეს, უკრაინელმა ხალხმა ამ ვითომ მშვიდობაზე უარი თქვა და ჩაება ბრძოლში თავისი მიწისთვის, იმისთვის რომ ჰქონოდათ არჩევანი, როგორც უნდოდათ იმ ენაზე ელაპარაკათ თავიანთ მიწაზე, იმისთვის რომ თვითონ გადაეწყვიტათ, როგორ იცხოვრონ მომავალ უკრაინაში. ამისთვის ისინი ჩაებნენ ამ ბრძოლაში. მე უდიდეს მოწიწებას და პატივისცემას გამოვხატრავ მათ მიმართ.. დღეს ერთ მხარეს დგას სიკეთე და მეორე მხარეს არის ბოროტება. ჩვენ ომში არ უნდა ჩავებათ, მაგრამ მეორე მხარეს არის ღირსება. ცხოვრება არაფერია ღირსების გარეშე” – ამ სიტყვებით მიმართა მსახიობმა ნინო კასძრაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას.