შიდა მიმოწერა მმართველი პარტიიდან – “ოცნების” ლიდერები საჯარო მოხელეებს „ლაიქებს“ უთვლიან

უნდა აქონ კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, უნდა აძაგონ სააკაშვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გადაიზიაროს განცხადებები, უკრაინის წინააღმდეგ –  “ქართული ოცნების” შიდა სამზარეულო პირდაპირ, “შაბათის გუნდის” ლანგარზე დევს – მმართველი პარტიიდან შიდა მიმოწერების ახალმა პაკეტმა გამოჟონა. 

გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია კობახიძე-ღარიბაშვილის იდეოლოგების მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემული ბრძანებები. “შაბათის ეთერმა” მინიმუმ 50 ფიგურანტის მიმოწერა მოიპოვა, უკანონოდ გაცემული ბრძანებებით დგინდება, რომ მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს აიძულებს მათი ნების საწინააღმდეგოდ აქონ და ადიდონ “ქართული ოცნება”. 

ხალხს ვისაც, მმართველი პარტია, აიძულებს, რომ საჯაროდ სიყვარული აუხსნან, აქონ, ადიდონ, წერონ, რომ მმათნაირი კარგი ხელისუფალი საქართველოს არ ღირსებია, მათნაირი ნიჭიერი ლიდერები მსოფლიოში სანთლით საძებარია, ეს ყვლაფერი მობერზრდა და “შაბათის ეთერს ე.წ. შიდა ჩატების ფოტომასალა გამოუგზავნა. ამ ყველაფრის გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდი ვირტუალურ რეალობას ქმნის, რომ თითქოს მათი საქმიანობით, ყველა კმაყოფილია – საჯარო მოხელეებს კომენტარების წერის დირექტივას აძლევენ.

დგინდება, ისიც როგორ უხდიან ამაში ფულს ხალხის ჯიბიდან და როგორი მოჩვენებითია ის მხარდაჭერა და სიყვარული, რომლითაც ვირტუალურ რეალობაში მმართველი პარტია ამაყობს.

ირკვევა, რომ  სოციალურ ქსელში, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძისა და ოცნების სხვა ლიდერების ფოტოსურათების ქვეშ დადებული ქება-დიდება ფულისა და თანამოდბების სანცლვოდ ხდება, ყველაფერი, რასაც წერენ მათი ნააზრავი არ არის.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share