საქართველოში სათბურის ბოსტნეული 30%-დან 140%-მდე გაძვირდა

საქართველოში სათბურის ბოსტნეული, კერძოდ, კიტრი და პომიდორი ძვირდება, რადგან ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული თურქულ იმპორტზე. თურქეთში კი ინფლაცია მნიშვნელოვნად იზრდება. EastFruit-ის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად საქართველოსთვის სათბურის ბოსტნეულის იმპორტი აუცილებელია.

თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში სამომხმარებლო ფასები, თებერვალთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა, ხოლო მარტის წლიურმა ინფლაციამ 61%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი დონეა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მართალია, ლირის გაუფასურება შეჩერდა, მაგრამ, წინა წელთან შედარებით, მისი ღირებულება, დაახლოებით, ნახევარ მაჩვენებელზეა.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) 15 მარტის მონაცემებით, თურქეთმა გარკვეული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი ადგილობრივი ფასების სტაბილიზაციისთვის აკრძალა.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, თურქულ ხილ-ბოსტნეულზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების შედეგად, ქვეყანაში ზოგიერთ ძირითად პროდუქტზე ფასები, შარშანდელთან შედარებით, 30%-დან 140%-მდე გაიზარდა.

8 აპრილის მდგომარეობით ფასების წლიური ზრდა ასეთია:

  • მრგვალი წითელი პომიდორი – 140%-ით
  • შარშანდელი სტაფილო – 88%-ით
  • შარშანდელი ყვითელი ხახვი – 73%-ით
  • მოკლე ხორკლიანი კიტრი – 57%-ით
  • მწვანე ტკბილი წიწაკა – 55%-ით
  • პომიდორი „ჩერი“ – 48%-ით
  • მარწყვი – 35%-ით
  • ვარდისფერი პომიდორი – 29%-ით

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share