2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.7%-ით, ხოლო ექსპორტი 2.8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მხოლოდ მარტს, გასულ თვეში რუსეთში ექსპორტმა 16 958 050 აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 38 366 210 აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის თებერვალში – 50 194 200 აშშ დოლარი იყო.
მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში ხვდება:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 5 379 900 აშშ დოლარი;
- მინერალური და მტკნარი წყლები – 4 873 300 აშშ დოლარი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 947 290 აშშ დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 801.49 ათასი აშშ დოლარი;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 727.57 ათასი აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები – 465.31 ათასი აშშ დოლარი;
- ელექტრული წყალგამახურებლები – 458.53 ათასი აშშ დოლარი;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 421.71 ათასი აშშ დოლარი;
- ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი – 407.81 ათასი აშშ დოლარი;
- ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – 397.55 ათასი აშშ დოლარი.