პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში დღეს ჯეიმს აპატურაის მოუსმენენ

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში – ამ საკითხზე დღეს საქართველოს პარლამენტში მოხსენებით გამოვა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე.

ჯეიმს აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე წარდგება.

ვიზიტის ფარგლებში იგი ხელისუფლების წევრებსაც შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში.

ჯეიმს აპატურაი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთანაც გამართავს შეხვედრას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share