საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული ლიგის “გ” ჯგუფში, მეორე ტურის შეხვედრაში ოზურგეთის “მერცხალმა” ფოთის “კოლხეთი 1913” -2 -ს უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
გოლები ოზურგეთელთაგან გუჯაბიძემ და კალანდაძემ გაიტანეს.
მორიგ შეხვედრას “მერცხალი” 30 აპრილს სტუმრად გამართავს და “მართვეს” შეხვდება.