”გურია თუდეის” ინფორმაციით, ლანჩხუთის რესტორან “სამეფოში” დაწყებული კონფლიქტი სამი ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. დაჭრილია მეოთხე პირიც, მაგრამ მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა. სამი დაშვებული „მედალფას“ კლინიკაში მოათავსეს, მათგან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ხოლო ერთ-ერთ დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. „ვინც მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია უტარდება, ერთი ალალი, პატიოსანი ბიჭია. მისი კონფლიქტში მონაწილეობა წარმოუდგენელია, კიდეც ითქვა, რომ არაფერ შემხებლობაში კონფლიქტთან არ ყოფილა. ის შემთხვევითი დაზარალებულია. სამივე დაჭრილი სოფელ ჩოლობარგიდანაა, სამივე საუკეთესო ახალგაზრდა. ვინც ისინი დაჭრა, ადგილობრივი არაა და აქ იმიტომ ყოფილა, რომ ჩინურ კომპანიაში მუშაობს. ჯერ დაკავებული არ არის“ _ გვითხრა დაზარალებულების ახლობელმა.