“კადიროვმა, ვოლოდიმირ ზელენკისა და უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო”, – ამის შესახებ, რადიო NV-სთან ინტერვიუში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი საუბრობს.
დანილოვის თქმით, გეგმის სისრულეში მოყვანის ვალდებულება კადიროვმა აიღო. მისივე თქმით, 26 თებერვალს, უკრაინაში 3 ჯგუფი შევიდა, თუმცა ამ პროცესებს, უკრაინის დაზვერვა აკონტროლებდა.
“ჩვენ ვაკვირდებოდით სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა სამხედროებმა. ორმა მოგვიანებით დატოვა ჩვენი ქვეყანა. ერთი ახლა დონეცკის რეგიონშია, მეორე – ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე“, – ამბობს დანილოვი
ხოლო რაც შეეხება კადიროვსა და მის ჯგუფს, დანილოვის თქმით, ის უკრაინაში არასდროს ყოფილა და მის მიერ გავრცელებული ყველა ფოტო თუ ვიდეო მასალა, სრული აბსურდი და სისულელეა.