რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა ხანძრის არსებობა. დადასტურებულია ისიც, რომ ცეცხლი საწვავის ავზებს უკიდია“, – აცხადებენ ბრიანსკის ოლქის ადილობრივ მთავრობაში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.