ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსულ ნავთობისა და გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერაა.
“ამ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არ გვაქვს”,- თქვა ბორელმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან.
ბორელმა ასევე თქვა, რომ საკითხი ევროკავშირის შემდეგ სამიტზე იქნება განხილული და მანამდე ის რაიმე გადაწყვეტილება არ ელოდება.
“ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებაზე საბოლოო წინადადება ჯერჯერობით არაა”,- თქვა მან.
ინტერვიუში ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე. მისი აზრით, ბლოკი საბოლოოდ შეძლებს დამოკიდებულების შემცირებას.