ნიკოლოზ დუნკელ ველინგი გურულებზე

ნიკოლოზ დუნკელ ველინგმა 1853 წელს გაზეთ კავკაზში ოთხი დიდი სტატია გამოაქვეყნა გურიაზე (ოთხივე სტატიის თარგმანი გამოქვენებულია “გურიის მოამბის” ვებგვერდზე). გურიასთან დაკავშირებით ასეთი პუბლიკაციის იმ პერიოდის ანალოგი ჩემთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ავტორი მთელ რიგ შემთხვევებში ძალიან მოურიდებლად გადმოგვცემს საკუთარ შეფასებებს და დაკვირვების შედეგებს გურულების ყოფიერებასთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგ შემთვევაში აშკარად წინააღმდეგობრივად შეიძლება მოგეჩვენოთ, რადგანაც დუნკელ ველინგი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა გურიაში და როგორც ჩანს სხვადასხვა დროსა და პირობებში განსხვავებული ემოციურ ფონზე აკეთებდა ჩანაწერებს. მისი გურიაში მოგზაურობა სტატიების შინაარსის მიხედვით 1850-51 წელებში უნდა მომხდარიყო. ეს კი გახლავთ მისი მოგზაურობის შემაჯამებელი სტატიის ფრაგმენტი, რომელიც გაზეთ კავკაზში 1854 წელს გამოქვეყნდა.
.
“ყველა გურული უსათუოდ მამაცია, განსაკუთრებით კი თავადაზნაურობა, ამ შემთხვევაში მდაბიოთაგან განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მათ სიმამაცე წინაპრებიდან სისხლით აქვთ გადმოცემული და გლეხობისგან განსხვავებით ანგარებით სისხლის აღრევას არასოდეს არ დაუშვებდნენ. როგორც უკვე ერთხელ ვთქვი სწორედ მათი სიმამაცეა იმის მიზეზი, რომ მიუხედავად ძლიერი მეზობლებისა დამოუკიდებელნი არიან, რადგანაც საომარ პირობებში იმდენად დიდია მათი ბრძოლისუნარიანობა და სიმამაცე, რომ მცირე რიცხვოვნობისდა მიუხადავად ნებისმიერი ქვეყნისათვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
.
რაც შეეხება ფუფუნებასა და სიამტკბილობას, ერთი შეხედვით ღარიბი დაბალი კლასის მოსახლეობას ამაზე გაფიქრების საშუალებაც კი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სინამდვილეში მდაბიო გურული ყველაზე საზარელ დანაშაულზეც კი წავა, რომ მიიღოს მისთვის გასაგები ფუფუნებისათვის საჭირო ნივთები და ნეტარება. – ისინი ანგარებისმოყვარულნი არიან არა იმიტომ, რომ რაიმე ნივთი შეიძინონ, არამედ იმიტომ რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი ვნებები, რომლებიც მათგან ყველაზე მდაბიოსაც კი თანდაყოლილად დახვეწილი აქვს ყოველგვარი სიუხეშის გარეშე.
.
ბოლოს აღნიშნული ამ გაუნათლებელ ხალხში ძალიან უცნაური მოვლენაა, უბრალო გურული გლეხი, რომელსაც წარმოდგენაც არა აქვს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩველებრივ საგანზეც კი, რომლისათვისაც უცნობია მაღალი კლასისა და განათლებული საზოგადოების ცხოვრების პირობები, მაღალი წრის წარმომადგენელთა საზოგადოებაში ან ისეთ გარემოში მოხვედრისას, რომლის ბრწყინვალებამ ერთი შეხედვით გურული უნდა დააბრმავოს, იგი კი არ დაიკარგება, არამედ პირიქით გამოიჩენს საოცარ ტაქტს, თავაზიანობას და საზრიანობას. ჩემი აზრით ეს ბუნებიდან მინიჭებული განსაკუთრებულობა გურულებს ძალიან ბევრ ერზე მაღლა აყენებს. მაგრამ განათლებასთან ერთად მთიელთა ეს უნარი შესაჩნევად იკლებს, თუმცა იგივე თვისებები კვალს ტოვებს მათ ცნობიერებაში და განსაკუთრებულად კეთილშობილ ამაყ ხასიათში.”
.
ფოტო ჟან რაული – გურული 1878 წელი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, წვერი, მდგომარე და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share