რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
უტინის მტკიცებით, ფოლადის ქარხანაში მყოფ მოქალაქეებს უკრაინული არმია იყენებს.
„უკრაინელი ჯარისკაცები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს“, – აცხადებს პუტინი.
ამასთან, კრემლის ლიდერმა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარების შესახებაც ისაუბრა.
პუტინის თქმით, მას მოლოდინი აქვს რომ მოსკოვი შეძლებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას.
„ჩვენ ჯერ კიდევ ველით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებების მიღწევას დიპლომატიური არხით“, – განუცხადა პუტინმა ანტონიო გუტერეშს.