“სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მე ყველა ეთერში ჩავერთვები რუსთავის ციხიდან” – ამის შესახებ ოპოზიცინერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს.
ამბობს, რომ “პოლიტიკური, ზნეობრივი, ადამიანური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ უნდა ჩამოდიოდეს” და “ამ უსამართლობის” გასაპროტესტებლად ყველა მინიმუმს მაინც უნდა აკეთებდეს.
…ჩემს თავს მინდა დავუთქვა ასეთი რამე, მედიასაც მინდა ვთხოვო, რომ მე ყოველი ეთერი, აი, მაგალითად, დღეს როგორც ვარ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მე ყველა ეთერში ჩავერთვები რუსთავის ციხიდან. სულ რომ ტრიგონომეტრიაზე ვლაპარაკობდე, ამ საკითხით დავიწყებ, უკან იქნება რუსთავის ციხის ფონი… ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არ არის მოსახერხებელი, რომ ერთი საათი უნდა დაკარგო, დავკარგოთ ერთი დღის ერთი საათი ცხოვრებაში, წავიდეთ, მე ვიზამ ამას, “ჩელენჯი” მინდა გადავცე მერე ვიღაცა სხვას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იქნებიან, სხვა პოლიტიკოსი თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი…
ჯერ ერთი, ადამიანურად, მე ვიჯექი ციხეში, მათ შორის მაგ ციხეში და… ციხეში მყოფ ადამიანს ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, თავისუფლება სჭირდება, მაგრამ სანამ თავისუფლება იქნება, ადამიანური თანადგომა სჭირდება. ვერ წარმოიდგენთ, როცა ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გარედან შენი ახლობლების და ადამიანების ხმა გესმის, შეძახილი გესმის, რომ იქ დგას…- ამბობს უგულავა.