რუსებმა, ზაპოროჟიეში, 61 ტონა ხორბალი და სატვირთო ავტომობილი მოიპარეს

რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიეს რეგიონში 61 ტონა ხორბალი მოიპარეს, – ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკაში 26 აპრილს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო
საწარმო გაძარცვეს, ნაძარცვი კი სატვირთოთი წაიღეს, რომელიც, ასევე ამ საწარმოს ეკუთვნოდა.

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსი ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულისა და საკვების ექსპორტს ახორციელებდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share