ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს ბოლო სხდომაზე, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა მარიკა ჩხიკვიშვილმა, ოპოზიცია, მუნიციპალიტეტში, ბოლო 4 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ პროექტებზე პასუხისმგებლობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა აიღოს.
“ქართული ოცნება” ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მუდმივად ცდილობს, რომ ოზურგეთის ყოფილი მერი, კოტე შარაშენიძე და მთავარი ოპოზიციური პარტია გააიგივოს და ერთიან კონტექსტში მოიხსენიებს ორთავე მხარეს.
მიუხედავად იმისა, რომ კოტე შარაშენიძის გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა მის არჩევიდან ორ წელიწადში რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ და მკვეთრად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მმართველი პარტია “გულმოდგინედ” ცდილობს თავის პარტიული “ნარატივის” ტირაჟირებას.
კოტე შარაშენიძე, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ოზურგეთის მერად 2017 წელს აირჩიეს, მეორე ტურში მან “ქართული ოცნების” კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე დაამარცხა.
მთავარი ოპოზიციური ძალის კანდიდატი ოზურგეთის მერობაზე მაშინ თორნიკე გოგუაძე იყო, ვინაიდან მან ვერ შეძლო მეორე ტურში გასვლა, “ნაციონალური მოძრაობის” ამომჩეველმა მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირა.
თუმცა 2019 წელს, დამოუკიდებელი სტატუსით არჩეულმა მერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, რამაც მისი “ნაციონალებთან” ურთიერთობა დაპირისპირების რეჟიმში გადაიყვანა.
ეს დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას-როცა კოტე შარაშენიძე უკვე ოფიციალურად “ქართული ოცნების” და ვასილ ჩიგოგიძის გუნდში აღმოჩნდა.
ბოლო ადგილობრივ არჩევნებში კი “ოცნების” კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვება დიდ წილად განაპირობა იმან, რომ “ნაციონალებმა” არცერთ კანდიდატს, მათ შორის კოტე შარაშენიძეს, რომელიც ისევ დამოუკიდებელი სტატუსით იბრძოდა, მხარი არ დაუჭირეს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს, მმართველი პარტიის წევრები ჯიუტად ცდილობენ, და ალბათ საკუთარ თავსაც არწმუნებენ ამ ორი გუნდის კოორდინირებულ ქმედებებში, რაც სრული იდიოტიზმია.
სწორედ ამის მცდელობა იყო საკრებულოს ბოლო სხდომაზე, სადაც მარიკა ჩხიკვიშვილი ჯიუტად ცდილობდა იმას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
“ეს ყველაფერი სასაცილოა, თურმე 2021 წელს ვასილ ჩიგოგიძემ “ნისიად” რამ დააგებინა ერთ ერთ კომპანიას სოფელ ოზურგეთის ცემენტოვანი გზიდან ნასაკირალის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრი გზა, რომელიც ორ წელიწადში მთლიანად განადგურდა, ამაზე ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი, ხედავთ რა ლოგიკა აქვთ? ვასილ ჩიგოგიძემ რომ ამომრჩეველი მოატყუა და ხმების ყიდვა მოინდომა ეს ჩვენი ბრალია?” კითხულობს საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე.
ქათამაძე ასევე გვთხოვს ყურადღება მივაქციოთ, მმართველი პარტიის განცხადებებს ხარჯებთან დაკავშირებით, ირკვევა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვასილ ჩიგოგიძის ჭამა სმაზე ათეულ ათასობით ლარი დაიხარჯა:
“თვითონ დაყვებოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ-ბოდიში და სკდებოდნენ,და ახლა ჩვენ გვთხოვენ პასუხს. ნუ ასეთი რამ თვით “ქოცებიდანაც” კი გასაკვირია” ამბობს ქათამაძე.