უკრაინელმა მომღერალმა, ტინა კეროლმა ლიეტუვაში, ქალაქ კაუნასში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტიდან შესული თანხა მთლიანად უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაირიცხა. არტისტი სცენაზე გამჭვირვალე წითელი კაბით, ფეხშიშველი გავიდა და თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა. მოგვიანებით, მან მაყურებელს სიტყვით მიმართა.
„ძალა ერთობაშია. ჩვენ ვართ ძლიერნი, რადგან ერთად ვართ. ჩვენ დღეს ერთი ტკივილი გვაქვს, ჩვენ ახლა ყველანი უკრაინელები ვართ. თვითიდენტიფიკაცია ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ენა, ჩვენი ბედი ჩვენი საქმეა. ჩვენს ქვეყანას არავის დავუთმობთ, ამიტომაც ვართ უკრაინელები ძლიერები. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს“ – განაცხადა ტინა კეროლმა.