ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის მკვიდრი მანანა თევზაძე, მთავრობას დახმარებას თხოვს. მას ორი არასრულწლოვანი შვილი ყავს, აქედან ერთ- ერთი დაუნის სინდრომის მქონეა.ერთ ოთახიან “კუხნა” სახლში ცხოვრობენ, ყოველი წვიმის დროს სახლში წყალი შედის. თევზაძეებს წლების წინ სახლი დაეწვათ და ამიტომ მოუწიათ ასეთ რთულ პირობებში ცხოვრების გაგრძელება. როგორც ქალბატონი აცხადებს, პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა სამთავრობო რგოლში ითხოვა დახმარება, მაგრამ ყველა თითს ერთმანეთისკენ იშვერს.
“ვცხოვრობ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანაში.ორ მცირეწლოვან შვილებთან ერთად ,ამათგან ერთს დაუნის სინდრომი აქვს, ორი გულისმანკის ოპერაცია აქვს ბავშვს გაკეთებული.მეუღლე გარდამეცვალა.სახლი დაგვეწვა წლეების წინ.ვცხოვრობთ ერთ ოთახიან “კუხნა” სახლში. იმდენად დაბალზე დგას წვიმის დროს წყალი შემოგვდის როცა თოვს კარ-ფანჯრებზე თოვლია შემოყრილი.სადაც ფეჩი დგას, იქ ძინავთ ბავშვებს.რამდენჯერმე მომეწამლა ბავშვები საკვებით და კვამლის სუნზე სასწრაფო დახმარებაც გამოვიძახეთ.
მეორე ბავშვსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ყელში ბაქტერია ამოეთესა და სიცხეებს აძლევს. მივმართე რაიონის მერს, ალექსანდრე სარიშვილს დახმარებისთვის.მან არა გვაქვს საშუალება საცხოვრებელი პირობებით დაგაკმაყოფილოთო. მხოლოდ ქირავნობაო. გავაგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარესთან შარშან, თავად მნახა და იმედი მომცა ,დავავალებ გუბერნატორ რომ დაგეხმაროსო. ზურაბ ნასარაიას მე მივაკითხე, ვერაფერი შედეგი დავინახე. გუბერნატორმა შუამდგომლობა გააგზავნა ლტოლვილთა სმინისტროში. 16 ქულა მომენიჭა და მითხრეს ამ ქულით დაგაკმაყოფილებენო.კიდევ მოვიდა კომისია, და მითხრა რომ ჩვენ მხოლოდ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ვაკმაყოფილებთო. მოვიდა სამინისტროდან უარყოფიზთი პასუხი.
პრეზიდენტსაც მივმართე , პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერთსნაც გავაგზავნე წერილი.პრეზიდენტმა წერილი გამოაგზავნა გუბერნიაში დამხმარებოდნენ. მივმართე გუბერნატორის მოადგილეს .ქეთევან მოისწრაფიშვილს.არა გვაქვს საშუალებაო. გუბერნატორმა ყველგან მივდექი- მოვდექი, მაგრამ არაფერი გამოვიდაო. ესენი მთავრობას ავალებენ ჩემს დახმარებას,მთავრობა ამათ. ვერ გავიგე ვინ უნდა დამეხმაროს.ვიცი ასეთ ცუდ პირობებში ბავშბები დამეღუპებიან. ყურადღებას არავინ გვაქცევს.”- ამბობს მანანა თევზაძე.
როგორც “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის მერის მეორე მოადგილემ ეკატერინე გუჯაბიძემ განუცხადა, ამ ოჯახს როგორც შეუძლიათ კანონის და ბიუჯეტის ფარგლებში ეხმარებიან.
“2018 წლიდან ვეხმარებით ამ ოჯახს, ერთჯერადი დახმარება 150 ლარი მივეცით, 300 ლარიანი ერთჯერადი სამთავრობო დახმარება.პირადი სახსრებით შევუძინეთ წყლის მილები, რომელზეც უარი განაცხადეს. ახალ წელს, სახალწლო სასურსათო კალათითაც დავეხმარებით. ესაა ჯერჯერობით რაც შეგვიძლია,”- გვითხრა გუჯაბიძემ.
ქალბატონი მანანას თხოვნით და ნებართვით, ვუთითებთ მის ტელეფონის ნომერს. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ ამ ოჯახს დაეხმაროთ დაუკავშირდით.
მანანა თევზაძე: 557 61 86 79