“დაეტიეთ საქართველოში” – რუსი გულშემატკივრები აფხაზური გუნდის რუსეთის ჩემპიონატში შესაძლო მონაწილეობის გამო აღშფოთდნენ

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გუნდი რუსეთის ჩემპიონატში იასპარეზებს. მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა თვით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა ჯემალ გუბაზმა მიიღო. დღეს მათი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტარას ხაგბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის სახელმწიფოს მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია, მისმა თანამემამულეებმა თავი არა მხოლოდ ყოფილ სსრკ-ში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინეს, ამჟამად ათასხუთასი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ უეფასა და ფიფას მიერ ბლოკირებული არიან.

ხაგბას თქმით, დიდი ნახტომისთვის ემზადებიან (რუსეთის რანგით მესამე ლიგაში აპირებენ ჩახტომას), მაგრამ არ უნდათ ბაზა

სოჭში ჰქონდეთ, სოხუმში ითამაშებენ, სადაც მატჩებზე ანშლაგი იქნება.
კომენტარებში რუსმა გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ე.წ. აფხაზური კლუბი რუსეთის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი გახდება და რაც მთავარია, რუსული ნაკრებები და კლუბები ერთი სეზონით საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან და ახლა შეიძლება საქმე მთლად გაირთულონ.
Sportall.Ge

აი, ზოგიერთი კომენტარი.

. ФНЛ-2-ში გამოჩნდება აფხაზური კლუბი, რომელიც სოხუმში იქნება ბაზირებული, სოჭში ითამაშებს და ჩვენი ფულით იარსებებს.
. მაშინ ითამაშეთ თქვენს ქვეყანაში, რომელიც არავინ არ აღიიარა, რა პრობლემაა.
. ეს რა ქვეყანაა, საქართველოა?
. რა თქმა უნდა, საქართველოა.
. და რად გვინდა ქართული გუნდი ჩემპიონატში?
. აი, ასეთი იმპროვიზაცია გვაქვს: რეალებისა და ლივერპულების ნაცვლად ფეხბურთის აფხაზურ გრანდებს ჩამოგვიყვანენ.
. ამისათვის სამუდამოდ გაგვრიცხავენ უეფადან. საუკუნეთა განმავლობაში აფხაზეთი საქართველოს ნაწილი იყო. რატომ ვიქმნით პრობლემას? აი, ყირიმის საკითხი გაცილებით უფრო აქტუალურია.
. თქვენი ჩემპიონატი ჩაატარეთ. თქვენს გამო ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე საერთოდ ვერ ვიხილავთ.
. აფხაზეთი კოსოვოზე ნაკლები რითაა?
. ჰოდა, იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები.
. დაეტიეთ აფხაზეთის ჩემპიონატში და გარეთ ცხვირს ნუ ჰყოფთ. დამოუკიდებელი სახელმწიფო…
. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ასეთი თანამდებობაც არსებობს?

. უკანასკნელ ხანს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ხდება, ქართველებს უნდა მორიგებოდნენ და მათ ჩემპიონატში ეთამაშათ.
intermedia.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share