პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავის მოღვაწეობით განსაკუთრებული მოვლენაა პოლიტიკაში.
ამის შესახებ მან გადაცემაში “ჩაი მაკა რაზმაძესთან ერთად” ისაუბრა:
”მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. მე ვამბობ, რომ მოვახდინოთ ამის რეფორმა,მოხდეს გადავადება ამ ადამიანის სამართლებრივი ბრალისა, მოხდეს მისი გამოყვანა მდგომარეობიდან, რომ თავი არ მოგვეჭრას და მკვლელთა ქვეყანა არ დაგვერქვას და მტყუან-მართალი გაირჩეს რეფორმირებულ სასამართლოში.” – აცხადებს ჩარკვიანი.