”ეს უკვე აბსურდის თეატრია,ამის იქით რაღა უნდა იყოს.მიეჩვივნენ ამ დადგმებს, მაგრამ მაყურებელი უკვე აღარ ჰყავთ.ის ადამიანებიც კი, ვისაც გულზე არ ეხატება ”ქართული ოცნება”, ისინიც კი გაოცებულები არიან ამ სპექტაკლით. დეგნანს მინდა ვუთხრა, ლომჯარიას მოსმენას აჯობებდა ”ჩაკრულო” მოესმინა.
სააკაშვილმა იცის, რა ელოდება წინ. იცის, რომ ის საქმეები, რომლებიც ახლა არის სასამართლოში, ბევრად უფრო მძიმეა,ვიდრე ის, რაზეც მისჯილი აქვს უკვე. მისი არსებობა ციხეში ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ არსს.ამიტომაა, ასეთი გაშმაგებულები რომ ცდილობენ სააკაშვილის გამოყვანას.” – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პოსტვ-ის ეთერში ისაუბრა.