“ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი – ზაპოროჟიეს და ორი – ხერსონის მიმართულებით”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში „კიდევ ოთხი ბუჩი“ მიმდინარეობს: ორი – ზაპოროჟიეს და ორი – ხერსონის მიმართულებით.

„ჯერჯერობით, თემა უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ გენოციდს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი – ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი – ხერსონის მიმართულებით. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა “ძმობაზე” შეიძლება ვისაუბროთ?“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share