სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით ხორბლის ექსპორტისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოდესაში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიესალმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თამამ პოზიციას და მის ვიზიტს ოდესაში.
„მნიშვნელოვანია მსოფლიოში სასურსათო კრიზისის პრევენცია, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით. სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით ხორბლის ექსპორტისთვის. ვაფასებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თამამ პოზიციას და მის ყოფნას ოდესაში. მადლობელი ვარ ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნის მიმართ მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.