მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და საინიციატივო ჯგუფის წევრები, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. მოძრაობა “სიცოცხლის გადასარჩენად” წევრები ათონელის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პასუხს ითხოვენ.
პარალელურად კი მედიკოსები სულ უფრო საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის მტკიცების მიუხედავად, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის დაუყოვნებლივ სამკურნალოდ შესაბამის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.