“ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს” – მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

„სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს და ჩვენ, ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო – ამორალურია. უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს“

აცხადებს მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share