ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითის კულტურის სახლში, დღეს ადგილობრივები შეიკრიბნენ და ოზურგეთს დაძმობილებული დღეისათვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ გენიჩესკის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, აქცია -კონცერტი გამართეს.
უკრაინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა სამი თაობის ძიმითელებმა უკრაინული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს:
” საბჭოთა კავშირში დაბადებული კაცი ვარ, რუსეთი და საბჭოთა კავშირი ყველაფერი მეგონა. ავღნიშნავდი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. თუმცა, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავ და რასაც რუსები აკეთებენ, ნამდვილი ფაშიზმი ეს არის. სამწუხაროდ, მე მეტი ვერაფრით ვერ ვეხმარები უკრაინას, ხანში შესული ადამიანი ვარ და სწორედ, ასეთი აქციით გვინდა მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი უკრაინელი ძმების, დროებით ოკუპირებული გენიჩესკელების მიმართ. დარწმუნებული ვარ, მოკლე ხანში უკრაინის გამარჯვებას ამავე დარბაზში, ამავე სცენაზე ვიზეიმებთ”.-გვითხრა ადგილობრივმა ოლეგ ხინიკაძემ.
აქციის ორგანიზატორები, ადგილობრივები სოფელ ძიმითის მაცხოვრებლები იყვნენ.
კონცერტის ორგანიზატორი, ქორეოგრაფი ელგუჯა მამალაძე, ხოლო ფინანსური უზრუნველყოფა, ამჟამად, ამერიკაში მცხოვრებმა, ძიმითელმა, გია გოგუაძემ გაწია.