”ოცნება”  ყველაფერზეა წამსვლელი და მისთვის მიუღებელ ოპოზიციასა და მედიას იმდენად ჩაწიხლავს, რამდენადაც გაუვა”

”მანამდეც, მაგრამ 2016-ში უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დღიდან მოყოლებული, ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ”ოცნება”  ყველაფერზეა წამსვლელი და მისთვის მიუღებელ ოპოზიციასა და მედიას იმდენად ჩაწიხლავს, რამდენადაც გაუვა.
ნიკა გვარამიას დაპატიმრება ამ სცენარის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი, დრამატული ნაწილია, მაგრამ ჯერ სად ვართ – თუ ამ აღვირახსნილ უკანონობას კვლავაც გავუტარებთ ჩვენ, პოლიტიკოსები, საზოგადოება და დასავლეთი, მაშინ ვიცოდეთ, შევეგუოთ, რომ დევნა და კრიტიკული აზრის ჩახშობა-განადგურება ისეთ მასშტაბს მიიღებს, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს ჩვენი ტრადიციული ვაი-ვიში…” – ასე ეხმაურება პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share