„მოუწევთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება, თუმცა, ახლა გვმართებს სიმშვიდე და დაფიქრება“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას აჩერებს.
„ეს მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავება არაა. მოუწევთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება, თუმცა, ახლა გვმართებს სიმშვიდე და დაფიქრება. არაფერი საისტერიო არ არის, დამოუკიდებლობისთვის უნდა გავერთიანდეთ. ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას აჩერებს.
„ოცნების“ დამფუძნებელო დაგანახებ მე შენ ვინ მიგიჭედებს ლურსმანს საქართველოს თავისუფლების გზაზე. შე სულელო ჩარჩო, როგორც მოგათრიე ჩემი ხელით, ისე წაეთრევი ამ ქვეყნიდან, მოუსავლეთში პუტინის. ამას გეუბნები მე ჯანსულ ჩარკვიანის შვილი. როგორ იფიქრე და თავში როგორ მოგივიდა, მამუკა ჩარკვიანი თავის ოპერაციის ხარჯზე სამშობლოს გარიყავდა. დაგანახებ როგორ შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბარი“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.