თურქების თავდასხმა ასკანაზე
.
„როგორც გურიის მფლობელმა მთავარმა მამია გურიელმა მაცნობა, 9 აპრილს ღამით თურქეთის ქვეშევრდომმა ახმედ-ბეგმა, დიდი ჯგუფით თავს დაესხა გურიელის სამფლობელოში მდებარე სოფელ ასკანას და ტყვედ წაიყვანა ამავე სოფლის რამდენიმე მოსახლე. სახელდახელოდ შეკრებილი გურიელელები დაეიწივნენ ყაჩაღებს, ძლიერი ურთიერთსროლის შემდეგ გაანთავისუფლეს ტყვეები. ბრძოლის შედეგად გურულებმა ტყვედ ჩაიგდეს ახმედ-ბეგის ბიძაშვილი, 2 თურქი ჩინოვნიკი, 12 მედროშე და 73 თურქი მებრძოლი, ასევე მოკლეს 1 აღა და 33 კაცი.“
.
ნაწყვეტი გენერალ ალექსი ერომოლოვის წერილიდან რუსეთის იმპერიის კანცლერს გრაფ კარლ ნესელროდეს (2 მაისი 1819 წელი).
.
ნახატი – დიუბუა დე მონპერეს (Dubois de Montpéreux) ატლასი “მოგზაურობა კავკასიაში” (1830-1834) ასკანის ციხესიმაგრე (გურიის სახელმწიფო საპყრობილე); ლითოგრაფია შესრულებულია 1843 წელს პარიზში, გავიორ ნიკოლე ერკიულის მიერ.