ამ დრომდე უცნობია, შეხვდება თუ არა პრეზიდენტი მედიამენეჯერებს – სალომე ზურაბიშვილი მეორე დღეა დუმს. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.
მედიამენეჯერები და ჟურნალისტები მზად არიან, პრეზიდენტს შეხვდნენ და აუხსნან, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმეში ნიკა გვარამიას ბრალეულობა არ იკვეთება და მის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.
“ფორმულას” წამყვანი, ელისო ჯარიაშვილი ამბობს, რომ “ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა”.
ხელისუფლება ახალი მასშტაბით ებრძვის გამოხატვის თავისუფლებას, კრიტიკულ აზრს. თუ ასე გაგრძელდება, რომ ქვეყანაში 4 კრიტიკული მედია, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე და ოთხივეს მიმართ უკიდურესად ძლიერი წნეხია, საზოგადოება ძალიან ბევრს დაკარგავს. არ დაუშვებთ ნიკა დიდხანს იჯდეს ციხეში”- ამბობს ჯარიაშვილი
“მთავარი არხი” კი ერთიანია და ამბობს, რომ ბრძოლს არ შეწყვეტენ:
ჩვენი როგორც ჟურნალისტების, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ვალია, არ გავჩერდეთ, არ დავიღალოთ, ეს იქნება ჩვენი პირდაპირი ეთერები, სიმართლის თქმა, აქციები, საზოგადოების გაერთიანება და გამოფხიზლება. ერთად დგომა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა და მერე დანარჩენი ყველაფერი”- აცხადებს “მთავარი არხის” ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი.