მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები ორშაბათს გახდება ცნობილი. მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე დღეს კლინიკის მთავარ ექიმს შეხვდა და კვლევების ჩამონათვალს გაეცნო. როგორც ყიფშიძე განმარტავს, აპარატურა, რომელიც ვივა მედშია შესაძლოა არ იყოს საკმარისი ყველა დაზიანების ხარისხის დასადგენად.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმები ვივა მედის ადმინისტრაციამ დღეს კლინიკაში დაიბარა. მედიკოსებმა ნიკოლოზ ყიფშიძეს იმ გამოკვლევების ჩამონათვალი გააცნეს, რომელიც მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა, დიაგნოზის შესახებ კი საუბარი არ ყოფილა.
ცნობილია, რომ მესამე პრეზიდენტს ტვინის ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები დაადასტურა.
დადასტურებულია ასევე ცილოვანი მასის რადიკალური კლებაც. კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ამაში ვივა მედის ექიმებიც დარწმუნდნენ.
მთავარი არხი