ფოტოზე გახლავთ ესპანეთის მეფის ფილიპე IV ვერცხლის მონეტა (8 რეალი), რომელიც 1621-1665 წლებში იჭრებოდა მექსიკასა და პერუში.
.
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე (სერი) 1953 წელს აღმოჩენილია ფილიპე III-ის და ფილიპე IV ვერცხლის მონეტები. ასევე აღმოჩენილია ავსტრიული ტალერები, ვენეციური დუკატოები, ავსტრიული ტალერები და ტოსკანური ტალეროები. სულ ოზურგეთის განძი შედგებოდა 414 მონეტისაგან, განძი სავარაუდოდ ჩაფლული უნდა ყოფილიყო მე-17 საუკუნის დასაწყისში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა