გვარამიას მე და ჩემს ოჯახს გვადარებთ? მე პრემიერი ვარ – ღარიბაშვილი

გვარამიას მე და ჩემს ოჯახს გვადარებთ? – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “მთავარი არხის” გენერალუი დრექტორის შესახებ დასმულ კითხვას.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ დააკავეს ნიკა გვარამია “კერძო კომპანიის მანქანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის”, მაშინ, როცა პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანას პირადი მიზნებისთვის იყენებენ:

”სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ. მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მე როგორც ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია. რა შუაშია, მე რომ მადარებთ ახლა და ჩემ ოჯახს, ოჯახის წევრებს, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი, ეს ერთი, მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიხუდავად, მე ჩემი მანქანით გადავაადგილდები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share