”როცა ბედისწერა ზურგს შეგაქცევს, ან უნდა დაემორჩილო, ან ისე უნდა მოიქცე, რომ შერცხვეს და მერე უხერხულად გაგიღიმოს.
უკრაინელთა დაღვრილი სისხლი და გააფთრებული ბრძოლა ამიტომ არის აზრიანი და მნიშვნელოვანი როგორც მათთვის, ასევე მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის.
ზელენსკი როგორც ჩანს თანამედროვე სელასიეა; დონბასი – სუდეტი. უკრაინელები ფინელობას შეძლებენ და ბევრი “სიმო ჰაიჰას” სახელსაც შევიტყობთ. 1936 ის 30 ივნისია პარალელური სამყაროს კალენდარზე.
“ეს კოლექტიური უსაფრთხოების საკითხია; თავად ერთა ლიგის არსებობის საკითხი; საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ღირებულების საკითხი; ღირებულება პირობისა, რომლის მიხედვითაც დაცული იქნება მცირე სახელმწიფოთა საზღვრები და მათი მთლიანობა. მოკლედ რომ ვთქვათ, საერთაშორისო სინდისი, მორალი არის საკითხი” – სელასიემ თავი ასწია და ღიმილიანი სახეები მოხვდა თვალში.
-იქნებ ბოლოჯერ მხედავთ ამ საღამოს- თითქოს პათეტიკა შეეპარა უკრაინის პრეზიდენტს. ვიღაცას სადღაც გაეღიმა ალბათ.
სელასიეს საკუთარი თავი შეეზიზღა უცებ; შეეზიზღა იმიტომ რომ შეცოდების ტონი დაიჭირა საკუთარ ხმაში. – დღეს ჩვენ ვართ, ხვალ თქვენ იქნებით! – მოკლედ მოჭრა და დაასრულა…”- წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.