მესამე პრეზიდენტის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და პატიმრობა, 5 ივლისის მოვლენები და ჟურნალისტების დევნა – ეს იმ პრობლემატური საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს 20 პუნქტად ჩამოუწერეს და საქართველოში გამოატანეს.
სტრატეგიული პარტნიორების მთავარი მოთხოვნა ივანიშვილის გუნდის მიმართ ღია და გაცხადებულია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება. ოცნება კი თავის პასუხისმგებლობას ტრადიციულად ვერ ხედავს, ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს და ხელს ოპონენტებისკენ იშვერს. ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი დღეს პარლამენტის სხდომაზე დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
წყარო – მთავარი არხი