მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუისისა და ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), ავრცელებს.
„დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.
მადლობას გიხდით ყველას გულწრფელი ლოცვებისა და ყურადღებისთვის”.- წერს იერონიმე.