უკრაინაში რუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად პროდუქტების ფასი გაიზრდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად პროდუქტების ფასი გაიზრდება, რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ძირითადი პორტების ბლოკადამ კომერციული გემების ინდუსტრია ამ ტერიტორიაზე შეაჩერა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომის დაწყების შემდეგ, ოდესაში ან მის გარშემო სავაჭრო გადაზიდვები არ განხორციელებულა.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ექსპორტის მექანიზმები ნაკლებად სავარაუდოა, რომ გემების ბლოკადის შედეგად შექმნილ დეფიციტს ჩაანაცვლებენ.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის სახმელეთო ექსპორტის მექანიზმებმა რუსეთის ბლოკადის შედეგად გამოწვეული დანაკარგების გამო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მალევე გააგრძელონ. შედეგად, უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგი საწყობში რჩება, რომლის ექსპორტი შეუძლებელია.

ომმა მარცვლეულის ფასებზე დიდი გავლენა იქონია. ამასთან ერთად, რუსეთის მხრიდან საზღვაო ბლოკადის საფრთხე უკრაინის პორტებში ვაჭრობას კვლავ აფერხებს, ხოლო მიწოდების დეფიციტი პროდუქტების ფასს გაზრდის”. – წერია ანგარიშში.

newsreport.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share