“მოსკოვი მზადაა, წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, თუ სანქციები გაუქმდება” – პუტინის ულტიმატუმი

პუტინმა მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას დაუკავშირა – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ, მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა.

ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით.

“მოსკოვი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, თუ დასავლეთი გააუქმებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“,- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ მოსკოვი მზად არის დიალოგისთვის უკრაინის პორტებში ბლოკირებულ მარცვლეულის გემებთან დაკავშირებული სიტუაციის მოსაგვარებლად, თუ სანქციები მოიხსნება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ “არ გააუქმებს სანქციებს ცარიელი დაპირებების საპასუხოდ” და არ გააკეთებს ამას მანამ, სანამ უკრაინაში ომი გაგრძელდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share