დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა პროექტი “ჯომარდობა 2022” განახორციელეს.
ჩოჩხათის ადმინისტრაციულ თემში, სოფელ მოედანში, მდინარე სუფსაზე, მოხდა ნავებით დაშვება.
ახალგაზრდულ საბჭოსთან ერთად პროექტში მონაწილეობდნენ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მონაწილეები დაყოფილი იყვნენ სამ ჯგუფად,სამივე ჯგუფი, მერის პირველმა მოადგილემ ეკატერინე გუჯაბიძემ, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან ია ჩხაიძესთან ერთად სიგელებით დააჯილდოვა.