”ღარიბაშვილს უთქვამს, ივანიშვილი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, ქვეყანა აღარ გვექნებოდაო.
სინამდვილეში, “ოცნება” რომ არ მოსულიყო, ახლა გვექნებოდა…” – პოსტს ამის შესახებ ექსპერტი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
”ღარიბაშვილს უთქვამს, ივანიშვილი რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, ქვეყანა აღარ გვექნებოდაო.
სინამდვილეში, “ოცნება” რომ არ მოსულიყო, ახლა გვექნებოდა:
– ანაკლიის პორტი და ქალაქი ლაზიკა
– ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა
– თბილისის შემოვლითი რკინიგზა
– მთაწმინდის საბაგირო
– ამუშავებული რიყის დოქები
– რაბათივით გალამაზებული წნორი და სამტრედია
– დიდი ხნის წინათ დასრულებული ავტობანი
– ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გვირაბი
– 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი (ნაცვლად 20%-ისა)
– 16%-იანი დღგ (ნაცვლად 18%-ისა)
– არანაირი საპენსიო რეკეტი (ანუ მინუს კიდევ 4% გადასახადებში)
– 500-ლარიანი პენსია
– 1 დოლარი – 1,8 ლარი გაცვლითი კურსი
– ორჯერ იაფი ბენზინი
– სამჯერ იაფი წამლები
– აშენებული მუზეუმი და ათასობით ტურისტი აუფეთქებელ საყდრისში
– განადგურებას გადარჩენილი გელათი
– 100 თუ არა, 10 ახალი ქარხანა მაინც, ოღონდ მართლა
– ბარბარე რაფალიანცი სექტემბერში წავიდიდა მეხუთე კლასში
– კოდორი 2007-ის სპეცრაზმელები იქნებოდნენ ცოცხალი და დაიცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს ღრუსებისგან
– გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს საკუთარ ჩეჩმაში ააფეთქებდა სამართლიანობის მსახვრალი ხელი
– კოვიდის დანაშაულებრივად გულგრილი და კორუფციული მისმენეჯმენტით მოკლული 17 ათასი (!!!) ადამიანიდან ძალიან ბევრი იქნებოდა ცოცხალი
– ღარიბაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი, წულუკიანი, ხაინდრავა და სხვა ქოცები ზუსტად ისეთივე ჩოილარები იქნებოდნენ, როგორც დღეს, უბრალოდ, მოპარული მილიონების გარეშე
– ქართველობა იქნებოდა საამაყო, როგორც 2012-მდე
– ამერიკა, ევროპა და უკრაინა კრიტიკის ნაცვლად მყარად იდგებოდნენ ჩვენს გვერდზე, სამხედრო და ფინანსური დახმარებით
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა სუფთა სინდისითა და ყოველგვარი ირონიის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ – რა ქვეყანა დაანგრიეს ამ დ.ტურაშვილი უკვდავი სიტყვებით დილა-საღამოს საფერებელმა ბოლშევიკებმა! ” – წერს ბიბილაშვილი.