პაატა გულიაშვილი ბერძენიშვილზე: ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს

”გაუჭირდება, მაგრამ ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები და განსაკუთრებით, თელაველები. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავდგეთ ყოველთვის ერთად, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან” –

ამის შესახებ თელავის თეატრის დირექტორმა, პაატა გულიაშვილმა დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ერეკლე II-ს შესახებ საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share