თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 მაისს 5 ტრანსგენდერ ქალს, თავს ათეულობით მამაკაცი დაესხა. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი “ფორმულასთან” აცხადებს, მათზე ფიზიკურად იძალადეს და ქვები ესროლეს.