შსს-მ 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში 5 ტრანსგენდერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 მაისს 5 ტრანსგენდერ ქალს, თავს ათეულობით მამაკაცი დაესხა. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი “ფორმულასთან” აცხადებს, მათზე ფიზიკურად იძალადეს და ქვები ესროლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share