ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ „ირაკლი ცრუ“ დავარქვათ მას – პაატა მანჯგალაძე

„ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ “ირაკლი ცრუ” დავარქვათ მას [ირაკლი კობახიძე]“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ის, რასაც კობახიძე საუბრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთა. რაც უფრო აშკარა გახდება ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, კობახიძის მდგომარეობა უფრო დამძიმდება. დამძიმდება იმიტომ, რომ ევროპა გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას, მიტაცებულ სასამართლოს, მიტაცებულ ძალაუფლებას, ღარიბი ადამიანების არსებობას ქვეყანაში და არჩევნებში მათი სოციალური დახმარებებით მანიპულაციას, გამორიცხავს კრიმინალების მიერ არჩევნების ჩატარებას და თუკი ამ ყველაფერს გამორიცხავს, მაშინ, “ქართული ოცნება” არ იქნება ხელისუფლებაში, ამიტომ კობახიძე ფიქრობს – რაში მჭირდება ევროპა და კანდიდატის სტატუსი, თუ ძალაუფლებაში მე არ ვიქნებიო?! კობახიძე მხოლოდ იმ მოტივაციით საუბრობს, რომ როგორმე დიდი ხნით იმსახუროს ივანიშვილის კარზე. სხვა ამოცანა მას არ აქვს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს 30 მაისს, განაცხადა: “რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა”.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share