სამი მედალი ოზურგეთელი მკლავჭიდელებისგან

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ბათუმში , მკლავჭიდში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს, კარგი შედეგი აჩვენეს და შინ სამი მედლით დაბრუნდნენ.
ასპარეზობა მარცხენა მკლავით ჩატარდა.
🥇 გიორგი წიტაიშვილი I ადგილი
🥈დაჩი ჩხაიძე II ადგილი
🥉ილია ჟვანია III ადგილი
✅ სპორტსმენები შეჯიბრისთვის გიორგი რუსიეშვილმა და ზური ბურჭულაძემ მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share