რუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინელი ბავშვების ბავშვობა მოიპარა.

„სამი თვის წინ ეზოებში თამაშობდნენ, „იუთუბს“ უყურებდნენ და დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. 24 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთმა ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული, მან მოიპარა მათი ბავშვობა. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის,“ – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share